უფასო პური ბათუმში

Batumi Daily

ბათუმში დღეს, 12 აპრილს, ერთი კერძო პურის საცხობი "თონე" საჭიროებაში მყოფ მოქალაქეებს უსასყიდლოდ დაეხმარება - მათ უფასო პურს სთავაზობს. "თონე" აღმაშენებლის #19 -ში მდებარეობს, ხოფის მიმდებარედ. ამის შესახებ გვერდი "ბათუმი" ავრცელებს ინფორმაციას მომხმარებელ სტეფანე ვაშაყმაძეზე დაყრდნობით. "კარგი იქნება, თუკი იმ ადამიანებს გააგებინებთ, რომელთაც სჭირდებათ" - ვკითხულობთ გვერდზე. #პური #უფასო #ბათუმი #BatumiDaily