კოლუმბიაში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის 9 სამხედრო გარდაცვლილი იპოვეს
Tbilisi Daily
9 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი, რომელიც 17 ადამიანს შორის კოლუმბიაში Sikorsky UH-60L Black Hawk-ის მარკის ვერტმფრენში ავიაკატასტროფისას იმყოფებოდა, გარდაცვლილი იპოვეს. გამოცემა Tiempo წერს, რომ სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
ვერტმფრენი მიტუს მუნიციპალიტეტში ოპერატიული დახმარების ამოცანებს ასრულებდა. ჩამოვარდნის მომენტში ბორტზე სულ 17 ადამიანი იყო. აქედან 6 დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, დანარჩენი 11-ის მოსაძებნად კი სამაშველო ოპერაცია დაიწყო.
კოლუმბიის შეიარაღებული ძალების სარდალი, ლუის ნავარო ვარაუდობს, რომ ვერტმფრენი დანაშაულებრივი დაჯგუფება "პირველი ფრონტის" წევრებმა ჩამოაგდეს.