კახა კალაძე: მე მჯერა „ქართული ოცნების" ყველა კანდიდატი გაიმარჯვებს მეორე ტურში

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, რომელსაც ყველა ოპოზიციურმა კანდიდატმა ბოიკოტი გამოუცხადა, გამარჯვებაში დარწმუნებულია თბილისის მერი კახა კალაძე.   „ოპოზიციური ლიდერები საუბრობენ არჩევნებში არმონაწილეობაზე, თუმცა ყველაფერს გააკეთებენ და გააკეთეს იმისთვის, რომ 21 ნოემბერს თავიანთი ამომრჩევლები მიიყვანონ საარჩევნო უბნებზე. შესაბამისად, ჩვენ მაქსიმალური აქტიურობა გვმართებს იმისთვის, რომ დამაჯერებლად გავიმარჯვოთ მეორე ტურებში, ყველა იმ ოლქში, სადაც გაიმართება არჩევნები. მე მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნების" ყველა კანდიდატი გაიმარჯვებს მეორე ტურში და მინდა წარმატებები ვუსურვო მათ", - თქვა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში კახა კალაძემ.  „ქართული ოცნება“ მონაწილეობს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მხოლოდ, რომელიც 17 მაჟორიტარულ ოლქში 21 ნოემბერს იმართება. ოპოზიციურმა პარტიებმა მას ბოიკოტი გამოუცხადეს. საქართველოს ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა - ვინც, ცესკო-ს მონაცემებით, გადალახა ან ვერ გადალახა 1%-იანი საარჩევნო ზღვარი - ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომლითაც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადეს. პოლიტიკური პარტიები უარს ამბობენ საპარლამენტო მანდატებზე. ისინი პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან არჩევნების გაყალბებაში თამარ ჟვანიას ადანაშაულებენ. ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხზე პირველი დიალოგი 12 ნოემბერს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში დაიწყო. https://www.radiotavisupleba.ge/a/30961104.html #ახალი_ამბები #twitter