ვინ არის მამაკაცი, რომელმაც სტამბულში ცოლი სასტიკად მოკლა
Zugdidi Daily
წარმოშობით სენაკელი ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. 33 წლის თამთა ჯანჯღავას ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, ის რამდენიმე წელია თურქეთში სამუშაოდ ქმართან ერთად იყო წასული. ისინი ვარაუდობენ, რომ მამაკაცმა ცოლი ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა.
"ძალადობდა და სცემდა ცოლს, ეს არ არის პირველი შემთხვევა როცა მისი მოკვლა სცადა. რამდენიმე წლის წინ მოხდა მსგავსი, მაგრამ მაინც შეურიგდა ქმარს და მასთან ცხოვრობდა ზუგდიდში. 2 დღე არ გამოჩენილა არც სოციალურ ქსელში, არც სამსახურში და რომ მიაკითხეს, გარდაცვლილი დახვდათ საცხოვრებელში. ქმარს წაღებული აქვს დოკუმენტები, ტელეფონები და გაქცეულია", - გვითხრა ოჯახის ერთ-ერთმა ახლობელმა.
მისივე ინფორმაციით, შემთხვევა, სავარაუდოდ, შაბათს მოხდა. ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებული საკითხები ოჯახს ჯერ გარკვეული არა აქვს. გარდაცვლილს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#სასტიკიმკვლელობა
#ზუგდიდი
#სტამბოლო
#zugdididaily
წყარო: primetime