ლერმონტოვის ქუჩაზე წყლის მილი დაზიანდა, დაიტბორა ქუჩა და ავტომობილები
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე წყლის მილი გასკდა.კადრებში ჩანს, რომ წყლის ძლიერმა ნაკადმა ავტომობილები დააზიანა, რომელიც გზაზე იყო გაჩერებული.
ქუჩის ნაწილი დატბორილია.
მოქალაქეებმა დასახმარებლად ''ბათუმის წყალს'' მიმართეს. თვითმხილველების თქმით, ჯერ-ჯერობითტექნიკური ჯგუფი ადგილზე არ მისულა.
რა გახდა დაზიანების მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.