ზღვაზე თქვენს უსაფრთხოებას გაცილებით მეტი მაშველი დაიცავს
Tbilisi Daily
ზღვაზე თქვენს უსაფრთხოებას წელს გაცილებით მეტი მაშველი დაიცავს. უსაფრთხო დასვენებაზე საზღვაო სეზონზე ამაზე 355 მაშველი, მათ შორის 15 გოგო იზრუნებს. თითოეული მათგანი განახლებული უნიფორმით იმუშავებს და ევროპული სტანდარტის შესაბამისად იქნება აღჭურვილი.
„აჭარის, გურიის და სამეგრელოს რეგიონების ტერიტორიაზე, ასევე, მობილიზებული იქნება 6 კატარღა, 7 ნავი და 27 სკუტერი. პროცესში ჩაერთვება 1 სამაშველო და 3 სადაზვერვო დრონი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე უკვე განაახლა და დაამატა სამაშველო კოშკურები, რომელთა რაოდენობა სულ 108 იქნება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ, დაემორჩილოთ მაშველთა მითითებებს, არ იცურავოთ აკრძალულ ზონებში, არ შეხვიდეთ ზღვაში შტორმის დროს. შეგახსენებთ, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში და ნაბახუსევზე ცურვა კატეგორიულად აკრძალულია.
გისურვებთ მშვიდ დასვენებას“ , - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.