1 ივნისიდან იხსნება ყველა ღია მაღაზია, ხოლო 8 ივნისიდან რესტორნები, კაფეები და სასტუმროები.
Zugdidi Daily
საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით პირველი ივნისიდან ფუნქციონირებას შეძლებს ყველა სახის ღია მაღაზია. მათ შორის მოლებიც.ასევე ღია და დახურული ყველა ტიპის ბაზრობა და რესტორნები ღია სივრცით.
8 ივნისიდან გაიხსნება ყევლა სახის მომსახურება რესტორნებში. ასევე, მუშაობას განაახლებენ სასტუმროებიც.
ამ საკითხთან დაკავშირებით გიორგი გახარია განცხადებას აკეთებს:
“8 ივნისიდან, შემდგომი ორშაბათიდან გაიხსნება ყველა სახის მომსახურეობა რესტორნებში, შესაბამისად ეს ნიშნავს იმას, რომ რესტორნებს სრულად შეეძლებათ იმოქმედონ, იმუშაონ. 8 ივნისიდან გაიხსნება ასევე სასტუმროები. მხოლოდ ის სასტუმროები კონკრეტულად, რომელთაც გავლილი ექნებათ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებების შემოწმება და ექნებათ ამაზე კონკრეტული სახის ნებართვა.”
მთავრობის მეთაურის თქმით, ეპიდსიტუაცია აძლევთ იმის შესაძლებლობას, რომ დაანონსებულზე ადრე მოხსნან ზოგიერთი შეზღუდვა.
#საქართველო
#პრემიერმინისტრი#შეზღუდვებისმოხსნა#რესტორნები#სასტუმროები#ბაზრობა#zugdididaily