რომელ აფთიაქში მუშაობდა ინფიცირებული ფარმაცევტი?
Gori Daily
ბოლო 24 საათში, გორის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი 5 ადამიანს დაუდასტურდა.
ამის შესახებ, შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა სიმონ გულედანმა განაცხადა. მისი ცნობით, ინფიცირებულთა შორის არის ჯი-პი-სის აფთიაქის თანამშრომელი.
"აფთიაქის თანამშრომლის დაინფიცირების წყარო უცნობია. გამოვლენილია მისი 16 კონტაქტი, რომლებიც თვითიზოლაციაში გადავიდნენ. გარდა ამისა, 2 შემთხვევა ნადარბაზევის კლასტერს უკავშირდება, 2 კი, ტირძნისს" , - განმარტა გულედანმა.
მისივე ცნობით ახალი 5 შემთხვევა 29 სექტემბერს გაგზავნილი 185 ნიმუშიდან გამოვლინდა, მათი პასუხი გვიან ღამით გახდა ცნობილი, ხოლო გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში 231 ნიმუში გაიგზავნა, მათი პასუხები ჯერ უცნობია.
________________
ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#ახალიამბები
#კორონავირუსი
#goridaily
#გორი
წყარო: რადიო მოზაიკა