ინგლისში მფრინავი ჭიანჭველების შემოსევაა
Tbilisi Daily
ლონდონის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, კენტის საგრაფოში მფრინავი ჭიანჭველების შემოსევაა. ამის შესახებ ინფორმაციას New York Post ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, მეტეოროლოგიურმა ჯგუფმა ცაზე გიგანტური ღრუბლის მსგავსი მასა შენიშნა, თუმცა მზიანი ამინდის გამო, მონაცემები გადაამოწმეს, რის შემდეგაც აღმოჩნდა, რომ კენტის საგრაფოს თავზე მფრინავი ჭიანჭველების გუნდის გადაფრენაა.
მედიის ცნობით, საგრაფოს თავზე მილიონობით ჭიანჭველა დაფრინავდა.
აღნიშნულ ტერიტორიაზე ჭიანჭველები ყოველ წელს, ივლისის შუა რიცხვებში ჩნდებიან, თუმცა წელს მწერების განსაკუთრებით დიდი რაოდენობა აღინიშნება.