ენმ: ოპოზიციისთვის ირაკლი ჩავლეიშვილის განცხადებები მეორე ხარისხოვანია

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ირაკლი ჩავლეიშვილის განცხადებას ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ უპასუხეს. ლევან ანთაძე ამბობს, რომ ირაკლი ჩავლეიშვილი ,,ქართული ოცნების“ რიგით მე-15 დეპუტატია და ოპოზიციისთვის მისი განცხადებები მეორე ხარისხოვანია. ანთაძე არ გამორიცხავს, რომ იყო ზეწოლა, თუმცა ფიქრობს, რომ ირაკლი ჩავლეიშვილს მერკანტილურობამ მიაღებინა უმაღლეს საბჭოში შესვლის გადაწყვეტილება.