ღარიბაშვილი სოხუმის დაცემის დღეზე: მომავალი ეკუთვნის აფხაზთა და ქართველთა ერთობას, მშვიდობას და კეთილდღეობას
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა სოხუმის დაცემის 29 წლისთავს.
„1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემა ჩვენი ისტორიის ტრაგიკულ დღედ იქცა.
ომმა ასეულობით ათასი ადამიანი საკუთარ სამშობლოში დევნილად აქცია და, რაც ყველაზე სამწუხაროა, ჩვენი მრავალი თანამოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. კიდევ ერთხელ გამოვხატავ თანაგრძნობას მათი ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიმართ.
ამ დღიდან, საქართველოს გაერთიანება თითოეული ჩვენგანის უმთავრესი მიზანია და იგი ეფუძნება ჩვენს რწმენას, რომ ერთიან, ძლიერ, განვითარებულ ქვეყანაში ცხოვრება საუკეთესო პერსპექტივაა ჩვენი ხალხისთვის. ასევე გვჯერა, და ეს არაერთხელ დავამტკიცეთ საქმით, რომ გზა ამ მიზნისაკენ მხოლოდ სამშვიდობო პროცესზე, დიალოგზე და თანამშრომლობაზე გადის.
მომავალი ეკუთვნის აფხაზთა და ქართველთა ერთობას, მშვიდობას და კეთილდღეობას”, - წერს პრემიერ-მინისტრი.
აფხაზეთის ომმა, რომელიც 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა, სხვადასხვა მონაცემით, 10 ათასიდან 30 ათასამდე სამხედრო და სამოქალაქო პირის სიცოცხლე შეიწირა. დევნილად იქცა 300 000-მდე ადამიანი.
დღეს აფხაზეთი რუსეთის მიერაა ოკუპირებული. 2008 წელს მოსკოვმა საქართველოს ამ რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა ცნო.
https://www.radiotavisupleba.ge/a/32053163.html
Source: radiotavisupleba.ge