მსოფლიოს ათზე მეტ ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირების შემთხვევებია
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
მსოფლიოს ათზე მეტ ქვეყანაში აღმოჩენილია დაავადება COVID-19-ის გამომწვევი კორონავისუსის ახალი ვარიანტი, რომელსაც B1525 უწოდეს. ამის შესახებ გამოცემა „გარდიანი“ წერს ედინბურგის უნივერსიტეტის მეცნიერებზე დაყრდნობით.
ვირუსების მუტაცია ჩვეულებრივი მოვლენაა, თუმცა, მკვლევრებს ის აშფოთებთ, რომ ახალი სახეობა შესაძლოა, ანტისხეულების მიმართ უფრო მდგრადი იყოს. კორონავირუსის ახალი ვარიანტი ჰგავს რამდენიმე თვის წინ, დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილ სახეობას B117-ს.
კორონავირუსის ახალი შტამით, B1525-ით ინფიცირების ათეულობით შემთხვევა გამოვლენილია დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, ავსტრალიაში, დანიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, ავსტრალიაში, კანადაში, იორდანიაში, ნიგერიასა და განაში.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31105074.html
#ახალი_ამბები
#twitter
#covid19_-_ახალი_ამბები