უზბეკეთის ვიცე-პრემიერი კორონავირუსით გარდაიცვალა
Tbilisi Daily
უზბეკეთის კოვიდინფიცირებული ვიცე-პრემიერი, უქტამ ბარნოევი, რომელიც აგრარულ და კვების სექტორს ხელმძღვანელობდა, გარდაიცვალა.
პოლიტიკოსს კორონავირუსის დიაგნოზი ივლისის ბოლოს დაუსვეს. ის ამ დრომდე Akfa Medline-ის კერძო კლინიკაში მკურნალობდა.
უქტამ ბარნოევი 57 წლის იყო.
უზბეკეთში კორონავირუსი 51 235 ადამიანს დაუდგინდა, გარდაცვლილია 429 პაციენტი, 47 271 გამოჯანმრთელდა.