იაგო ხვიჩია: პარტიები სიებიდან მათ ჩახსნას აპირებენ, ვინც პარლამენტში ისედაც ვერ მოხვდა
Tbilisi Daily
დღეს არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიციურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს და საზოგადოებას აცნობეს, რომ აწ უკვე ოფიციალურად ხსნიან საარჩევნო სიებს და პარლამენტში არ შედიან.
ამ შეხვედრას არ ესწრებოდა პარტია „გირჩი“. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „პრაიმტაიმთან“ განაცხდა, ეს პროცესი ოპოზიციის მიერ დადგმული ცირკია, რადგან პარტიები საარჩევნო სიიდან იმ ადამიანების ჩახსნას აპირებენ, რომლებიც პარლამენტში რეალურად, ვერ მოხვდნენ.
„ჩვენი პარტიიდან ოპოზიციის შეკრებაზე არავინ ყოფილა. დღეს რა პროცედურაც მოხდა, ეს არის სიებიდან იმ ხალხის ჩახსნა, რომელიც ისედაც, არ მოხვა პარლამენტში. სიიდან იმ დეპუტატებს, რომლებიც პარლამენტში მოხვდნენ, ვერ მოხსნიან. კანონმდებლობის მიხედვით, დეპუტატებმა უნდა დავწეროთ განცხადება პარლამენტის მანდატის მოხსნის შესახებ. თავისი შინაარსით ოპოზიციის დღევანდელი შეკრების მიზანი ჰგავს სპექტაკლს, რომელშიც მონაწილეობის მიღება არ გვინდა“,- განაცხადა ხვიჩიამ.
შეგახსენებთ, ოპოზიცია საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტისა და პარტიული სიების გაუქმებასთან დაკავშირებით, მემორანდუს ხელს პარლამენტის სხდომის გახსნის პარალელურად მოაწერს.