სააკაშვილი: პუტინმა ცალკე, ბნელ ოთახში გამიყვანა, მუხლში ფრჩხილები ჩამასო და ომით დამემუქრა

Tbilisi Daily

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა,მიხეილ სააკაშვილმა დიმიტრი გორდონთან ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა გაიხსენა. სააკაშვილის თქმით, ბელარუსის დედაქალაქში ვლადიმერ პუტინი ომით დაემუქა. “პუტინი არ მოგმართავს როგორც პოლიტიკოსი პოლიტიკოსს, გადაბირებას ცდილობს. როდესაც პირველად წავედი პუტინთან შესახვედრად დიდი მოლოდინები მქონდა. რომ არ მოგატყუოთ ჩვენმა საუბარმა 5 საათი გასტანა. ჯერ ოფიციალური ნაწილი იყო. შემდეგ კი როგორც თვითონ მითხრა სტალინის კაბინეტში წამყვანა, გაიხადა პიჯაკი, დავსხედით ბუხართან , სადღაც კუთხეში , მოიტანა კონიაკი, ჩაი და ვისაუბრეთ რამდენიმე საათი. მეორე შეხვედრაზე, დსთ-ს სამიტზე მინსკში, ცალკე, ბნელ ოთახში გამიყვანა, მუხლში ფრჩხილები ჩამასო – ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით – და ომით დამემუქრა. როგორც შემდეგში ვნახეთ, ის არ ხუმრობდა” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.