წინ გრძელი გზა გვაქვს, ეს ვირუსი ჩვენთან დიდხანს იქნება - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=142071
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გაბრეიესუსმა საზოგადოებას შეახსენა, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი. ამის შესახებ მან ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ქვეყნების უმეტესობა ეპიდემიის ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზე არიან, ხოლო იმ ქვეყნებში, რომლებსაც პანდემია ნაადრევად შეეხო, შემთხვევების რიცხვი მაღალია. არ შევცდეთ, ჩვენ წინ გრძელი გზა გვაქვს. ეს ვირუსი ჩვენთან დიდხანს იქნება“, - განაცხადა გაბრეიესუსმა.