ეზუგბაიას განცხადებით, გარდაცვლილი მე-19 პაციენტის ოჯახის სამი წევრიც კორონავირუსით არის ინფიცირებულ
Pirveliradio Ge
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, გარდაცვლილი მე-19 პაციენტს კოვიდინფექცია 19 აგვისტოს დაუდასტურდა. ეზუგბაიას ინფირმაციით, ასევე ინფიცირებულია გარდაცვლილის ოჯახის სამი წევრი, რომლებიც კოვიდ-ცენტრებში მკურნალობენ.
„19 რიცხვში მოხდა მისი დიაგნოსტირება, გარდაიცვალა გუშინ. და გადაიყვანეს სტაციონარში. ყველა დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი არის საკარანტინო სივრცეში, არც ეს არის გამონაკლისი, მათი ყველა კონტაქტი საკარანტინო სივრცეშია. ოჯახის ინფიცირებული წევრები მკურნალობენ კოვიდ-ცენტრებში. ჯამში ოჯახის სამი წევრია ინფიცირებული“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.