ცაგერში ორი სოფელი ჩაიკეტება

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ცაგერის მუნიციპალიტეტში ორი სოფელი ჩაიკეტა. სოფლებში - ორბელსა და ლაჯანაში გადაადგილება დღეიდან იზღუდება. რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის გუბერნატორის, გიორგი მაქარაშვილის ინფორმაციით, მიზეზი კორონავირუსის გახშირებული რაოდენობა გახდა. დღეს სოფლებში კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დაწყებულია მოსახლეობის ტესტირება.