ბაჩალიაშვილის კომპიუტერის კლონირება დასრულდა - ადვოკატი
Pirveliradio Ge
დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, ექსპერტიზის ბიუროში ბაჩალიაშვილის კუთვნილი კომპიუტერის კლონირება დასრულდა.
"კლონირება დასრულებულია, დეშიფრაცია მიმდინარეობდა, როგორც ჩანს, ესეც დასრულდა, ეს დაკავშირებული იყო იმასთან, რამდენად შესაძლებელია ის ფაილები აღდგენილიყო, რომლის წაკითხვაც სავალდებულოა და შედეგად გეცოდინება, რა ინფორმაცია ინახებოდა თამუნას კომპიუტერში," - თქვა მიხეილ რამიშვილმა.