ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლა უფასოდ წლის ბოლომდე იქნება შესაძლებელი.

Zugdidi Daily

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლა უფასოდ წლის ბოლომდე იქნება შესაძლებელი. ბაღის ადმინისტრაციის მიერ დადგენილი იყო შესვლის ტარიფები, რომელიც ძალაში 9 მარტიდან შევიდა. ტარიფების მიხედვით საქართველოს მოქალაქისთვის ერთჯერადად შესვლა 2 ლარია, ხოლო უცხოეთის მოქალაქისთვის 5 ლარი. საბონომენტო ტრიფები ასეთია:15 შესვლა - 20 ლარი, 30 შესვლა - 40 ლარი, 60 შესვლა - 70 ლარი, 90 შესვლა კი 90 ლარი. ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, საგანაგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან გამომდინარე ბაღი 23 მარტს დაიხურა. ზუგდიდის მერი ბაღში უფასოდ შესვლასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს და ამბობს : "მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით, მთავრობამ შეიმუშავა ანტიკრიზისული გეგმა. ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი არის ქალაქის სავიზიტო ბარათი და ჩვენ, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, შიდა ტურიზმის განვითარებას." #ზუგდიდი #ბოტანიკურიბაღი #ტარიფები #მოხსნილიტარიფები #zugdididaily