ოკუპირებული აფხაზეთის პოლიციამ ტრანსპორტში სანიტარული წესების შემოწმება დაიწყო
Sokhumi Daily
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო საგზაო ინსპექციის თანამშრომლებმა საზოგადოებრივ ტრანსპორტში სანიტარული სტანდარტების შემოწმება დაიწყეს, მგზავრების გადაყვანის დროს.
"ახალი წესების თანახმად, მარშრუტის შესრულებისას ავტობუსებისა და ტროლეიბუსების მძღოლებმა უნდა გამოიყენონ პირადი დამცავი აღჭურვილობა. ასევე, ერთდროულად მანქანაში მგზავრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლებით გათვალისწინებულ ადგილების ნახევარს" - განაცხადა საგზაო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ბატალ აგრბამ.
უწყების ინფორმაციით, საგზაო პოლიციის თანამშრომლები ატარებენ "პრევენციულ საუბრებს" მგზავრებთან და მოუწოდებენ მოქალაქეებს დაიცვან უსაფრთხოების ყველა შესაძლო ზომა.
საგზაო პოლიციის თანამშრომლები ამოწმებენ იმასაც, უკეთია თუ არა პირბადე მგზავრს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მგზავრებს შორის ერთი ადგილი თავისუფალი უნდა იყოს.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა