არის თუ არა გამოსავალი ქალაქების ჩაკეტვა და გადაადგილების კიდევ უფრო შეზღუდვა?

Tbilisi Daily

14 აპრილს გიორგი გახარიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა. მიღებული გადაწყვეტილებების თანახმად საქართველოს მთავრობამ საკარანტინო შეზღუდვები გაამკაცრა. ამასთან, საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძილვდება და უფრო მეტად შეიზღუდა საქალაქებ შორის გადაადგილება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით და ინფიცირების გავრცელების შესაჩერებლად 15 აპრილის 21:00 საათიდან ყველა სახის გადაადგილება, შესვლა და გამოსვლა იკრძალება ოთხ დიდ ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში. ამასთან, მაია ცქიტიშვილმა გააკეთა გნცხადება, რომ მომავალი 10 დღის განმავლობაში ყველას ექნება უფლება, რეგისტრაციის მისამართზე დაბრუნდეს, თუმცა ქალაქის კვლავ დატოვების უფლება აღარ ექნება. საინტერესოა, რას ფიქრობს საზოგადოება აღნიშნულთან დაკავშირებით და არის თუ არა გამოსავალი ქალაქების ჩაკეტვა და გადაადგილების შეზღუდვა? #კორონავირუსი #პანდემია #ქალქებისჩაკეტვა #დარჩისახლში #tbilisidaily y