გაეროს გენერალური მდივანი მსოფლიო საზოგადოებას მიმართავს

Headline

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერიში, მსოფლიო საზოგადოებას, კორონავირუსული პანდემიის ფონზე მომეტებული ქსენოფობიისა და სიძულვილის ენის ტირაჟირებაზე უარის თქმისკენ მოუწოდებს. გუტერიშის განცხადებით, მსოფლიოს მრავალ სახელმწიფოში, ქუჩებსა თუ ინტერნეტ-სივრცეში, ადგილობრივი მოსახლეობა უცხოელთა მიმართ უარყოფით განწყობებს გამოხატავს, რაც ქსენოფობისა და სიძულვილის ენის „ტალღებს წარმოშობს“. შესაბამისად, აუცილებელია საზოგადოებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგას და „სიძულვილის ვირუსის საწინააღმდეგო იმუნიტეტი“ გამოიმუშაოს. გაეროს გენერალური მდივანი საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და მედიასაც მიმართავს და აცხადებს, რომ მათ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილონ ახალგაზრდებისა და უფროსი თაობის წარმომადგენლების წიგნიერების გაუმჯობესებაზე. გუტერიში მედიას მოუწოდებს უარი თქვან რასისტული, ყალბი და სხვა, მსგავსი ტიპის კონტენტის გავრცელებაზე, რომელიც მოსახლეობაში სიძულვილის მაინცირებელია. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. #coronavirus #hate #speech #xenophobia #UN #world #headline #politics