ვალმერ ბუთბას პირსისხლიანი ისტორია

Sokhumi Daily

შეგახსენებთ აფხაზეთის კრიმინალის, დამნაშავეს, ვითომ პრეზიდენტის დაცვის კალთას ამოფარებული პირის ტრაგი-კომიკურ ისტორიას. ვალმერ ბუთბა იყო არძინბას "პადპალკოვნიკი" და რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წახალისებულ ომის ერთ-ერთი მხარდამჭერი. პირი, რომელმაც ქართველების მიერ ნაშენები არაერთი სახლი დაიტაცა, მიისაკუთრა, ზოგიც დანაშაულებრივი გარიგებებით გაყიდა. 1994 წელს გალის რაიონის სოფლებში ქართველებს, ვითომდა ნაციონალისტური წახალისებებით გენოციდი და მასობრივი ჟლეტა მოუწყო, დე ფაქტო ხელისუფლების "საზღვრებში" ვერ ჩაეტია და გარდაცვალების ბოლო დღემდე აწიოკებდა საქართველოს. იგი, "მულტიკასთან" ერთად, ერთ-ერთი ყველაზე დიდი კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი იყო. სწორედ ის ქმნიდა ოკუპაციის ხაზზე ხელოვნურ კონფლიქტებს, კლავდა ხალხს და აღვივებდა შუღლს, რომ კონტრაბანდის ნაკადი არ შენელებულიყო. (რაზეც Sokhumi Daily-ს წინა სტატიაში ვისაუბრე და შეგიძლიათ გაეცნოთ) 2000 წლებში მას ერთპიროვნულად ებარა გალის რაიონი, როდესაც სასტიკი მოპყრობით გული იჯერა, გადაწყვიტა ამ გზითაც ეშოვა ფული, ამიტომ იგი იტაცებდა ადამიანებს კონკრეტული ანაზღაურების სანაცვლოდ, თან არა მხოლოდ მტრის მიერ მიტაცებულ, არამედ ჩვენი კონტროლირებადი სამეგრელოს ტერიტორიიდანაც. ამაზე რეაგირება იმ დროინდელ კრიმინალ "ხელისუფლებას" არ ჰქონდა, მეტიც, ბუთბას საჯარო თანამდებობა ეკავა, ამიტომ უდიდესი იმუნიტეტით სარგებლობდა. ან რა პრევენცია უნდა ჩაეტარებინა თვითონ კრიმინალ და დეფაქტო ხელისუფლებას? მის დანაშაულებრივ საქმიანობაში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებულია 2010 წლის 5 მაისს ბათუმში განხორციელებული ტერაქტი, რომლის შედეგადაც თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი წევრი გარდაიცვალა. ამჟამად კრიმინალი არ არის ცოცხალი, ყველაზე ირონიული ის არის, რომ მისი ცხედარი გალის რაიონში, რუსეთის ბაზის მახლობლად აღმოაჩინეს. საქმის დეტალები დღემდე არ არის ცნობილი. თუმცა აცხადებენ, რომ იგი მეორე კრიმინალური დაჯგუფების წევრების მიერ არის მოკლული. #ბუთბა #კრიმინალი #კონტრაბანდა #ომი #ოკუპაცია #SokhumiDaily