ირმა ინაშვილი: არ შევდივართ პარლამენტში

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

„პატრიოტთა ალიანსი“ - რომელმაც ოფიციალური მონაცემებით, არჩევნებში 1%-იანი ზღვარი გადალახა - უარს ამბობს მანდატებზე და არ შედის პარლამენტში. „ჩვენ არ ვაპირებთ თვალი დავხუჭოთ „ქართული ოცნების“ მიერ ჩადენილ დანაშაულზე“, - აცხადებს პარტიის ლიდერი ირმა ინაშვილი ტვ პირველის ეთერში და განაგრძობს: „როცა ტექნიკური საკითხი დადგება, რომ მივიდეთ ცესკოში და სიების გაუქმება მოხდეს, მივალთ“. ინაშვილის თქმით, „პატრიოტთა ალიანსს“ საკუთარი სტრატეგია აქვს და სხვა ოპოზიციური პარტიებისგან დამოუკიდებლად იმოქმედებს.  „არავისთან არ ვაპირებ არანაირ შეერთებას“, - ამბობს ინაშვილი. ირმა ინაშვილის პარტიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ცესკოს მონაცემებით, ხმების 3.14% მიიღო. ინაშვილის მტკიცებით, „ქართულმა ოცნებამ“ „პატრიოტთა ალიანსს“ ათასობით ხმა მოპარა.  არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ სხვა ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს. ისინი, ვინც ცესკოს მონაცემებით, 1%-იანი ბარიერი გადალახა, საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ. ოპოზიცია ხელახალ არჩევნებს მოითხოვს.  https://www.radiotavisupleba.ge/a/30927792.html #ახალი_ამბები #twitter