ფართო დიაგნოსტიკა არის საუკეთესო საშუალება იმისათვის, რომ შევაკავოთ სათანადოდ ვირუსის გავრცელება
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=142240
ფართო დიაგნოსტიკა არის საუკეთესო საშუალება იმისათვის, რომ შევაკავოთ სათანადოდ ვირუსის გავრცელება - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა. მისივე განმარტებით, აგრესიული ტესტირების პირობებში საავადმყოფოებს გადატვირთვაც არ ემუქრებათ, რადგან უსიმპტომო ინფიცირებულების მკურნალობა სახლის პირობებშიც არის შესაძლებელი.
„ფართო დიაგნოსტიკა არის საუკეთესო საშუალება იმისათვის, რომ შევაკავოთ სათანადოდ ვირუსის გავრცელება და შესაბამისად, მოგვეცეს საშუალება რომ მეორე მხარეს, როცა საქმე ეხება სახლებიდან გამოსვლას და შეზღუდვების თანდათან მოხსნას, ეს პროცესიც იყოს ადეკვატურად მართული, არ გვიწევდეს იმაზე მეტი ეკონომიკური ზიანის მიღება, ვიდრე ამას მივიღებდით თუ პროცესი იქნებოდა სათანადოდ მართული“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.