ვფიქრობ, ჩვენს კოლეგებს ეყოფათ გონიერება და სააკაშვილს მხარს არ დაუჭერენ — იონათამიშვილი
On.ge
ქართული ოცნების დეპუტატი, რატი იონათამიშვილი ფიქრობს, რომ უკრაინელ კოლეგებს ეყოფათ გონიერება და მიხეილ სააკაშვილს ვიცე-პრემიერად არ აირჩევენ. მან კოლეგებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ სააკაშვილი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სტრასბურგის სასამართლოს მიერ დამნაშავედაა ცნობილი.
"მე ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში, ცხადია ეყოფათ გონიერება ჩვენს კოლეგებს და სააკაშვილის კანდიდატურა არ იქნება მხარდაჭერილი. წინააღმდეგ შემთხვევაში ცხადია ეს აისახება ჩვენი მეგობარი ქვეყნების ურთიერთობაზე, რაც ჩემთვის ძალიან გასაფრთხილებელი და ძვირფასია", — თქვა რატი იონათამიშვილმა.
#news
#politics
https://on.ge/story/54978-%E1%83%95%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%91-%E1%83%A9%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A1-%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%92%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1-%E1%83%94%E1%83%A7%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%97-%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%A0-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%AD%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9C-%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98