EBRD-მა საქართველოს 2020 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი -5.5%-მდე შეამცირა

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=143300 ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოს 2020 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი -5.5%-მდე შეამცირა. EBRD-ის პროგნოზით, მთლიანი შიდა პროდუქტის შემცირებაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს შეზღუდვები მოგზაურობასა და ტურიზმზე. "გაჯანსაღება დამოკიდებული იქნება ვირუსის შემაკავებელი შიდა ზომების ეტაპობრივ შერბილებასა და ჩვეული ცხოვრებისთვის დაბრუნებაზე წლის მეორე ნახევარში", - ამბობენ EBRD-ში. ცნობისთვის, 2019 წლის ოქტომბერში EBRD-ის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.5%-ს აღწევდა.