რუსეთმა საჰაერო სისტემები პეტერბურგიდან უკრაინაში გადაისროლა - ფინური გამოცემა Yle

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

რუსეთის უკრაინაში გადაისვრის სანქტ-პეტერბურგის მახლობლად დისლოცირებულ საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და საზენიტო რაკეტებს. ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Yle წერს სატელიტური ფოტოებზე დაყრდნობით, რომლებიც ამტკიცებს ამგვარის შეიარაღების გადასროლის ფაქტს სანქტ-პეტერბურგის სამხრეთ მიმართულებით. პეტერბურგიდან უკრაინის საზღვრამდე მანძილი 1000 კილომეტრზე მეტია. გამოცემა Yle-ს თანახმად რუსეთის სიდიდით მეორე ქალაქს დიდი ხნის განმავლობაში საჰაერო თავდაცვის სისტემის 14 ბაზა იცავდა. გამოცემა საჰაერო თავდაცვის ამ რაიონს აფასებს როგორც ერთ-ერთ ყველაზე ძლიერს რუსეთში. ამჟამად რამდენიმე ბაზა დაცარიელებულია ფინეთის განზრახვის ფონზე გაწევრიანდეს ნატოში, რომელსაც რუსეთის მტრულ ორგანიზაციად მიიჩნევენ. სამხედრო ექსპერტი მარკო ეკლუნდი მიიჩნევს, რომ საუბარი არ არის სანქტ-პეტერბურგის საჰაერო თავდაცვის მნიშვნელოვან შესუსტებაზე, რადგან ბაზებიდან გაიყვანეს С-300-ი ტიპის მოძველებული კომპლექსები, ხოლო თანამედროვე С-400ები კვლავ თავის ადგილზე რჩება. https://www.radiotavisupleba.ge/a/32039941.html

Source: radiotavisupleba.ge