ნათია თურნავა გადადგომაზე: ოდესღაც ყველანი სადღაც წავალთ, მაგრამ ჯერჯერობით არ ვაპირებთ
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა სიცილით შეხვდა მედიის მიერ დასმულ კითხვას, გადადგა თუ არა თანამდებობიდან:
"უი, რას მელაპარაკებით? პირველად მესმის თქვენგან, აუცილებლად გადავამოწმებ“, - იხუმრა მინისტრმა კითხვის კომენტირებისას. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრისგან მსგავსი სიგნალი არ მისვლია.
„ამ გადაწყვეტილებას იღებს არა მედია, არ მიწყინოთ, არამედ პრემიერ-მინისტრი. ჯერჯერობით მსგავსი სიგნალი არ მომსვლია. ოდესღაც ყველანი სადღაც წავალთ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენზე უკეთესი ადამიანები მოვლენ, მაგრამ ჯერჯერობით არ არ ვაპირებთ და ვმუშაობთ თქვენთვის და ყველასთვის“, - აღნიშნა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31100867.html
#ახალი_ამბები
#twitter