მსოფლიოში COVID 19 -ით ინფიცირებულთა რაოდენობამ ხუთ მილიონს გადააჭარბა
Tbilisi Daily
მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობამ ხუთ მილიონს გადააჭარბა. აღნიშნულ მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი აქვეყნებს.
აღნიშნული უნივერსიტეტის ცნობით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 333 ათასს აღწევს. გამოჯანმრთელებულია თითქმის ორი მილიონი ინფიცირებული.
კორონავირუსით გარდაცვლილებისა და ინფიცირებულების რაოდენობით პირველ ადგილს ამერიკის შეერთებული შტატები იკავებს.
#news#მსოფლიო# კორონავირუსი# ინფიცირებულთა რაოდენობა#ხუთი მილიონი#Tbilisi Daily#news#