აჭარის უმაღლესი საბჭოს ახალი შემადგენლობა დღეს შეიკრიბება
Tbilisi Daily
აჭარის უმაღლესი საბჭოს ახალი შემადგენლობა დღეს შეიკრიბება. პირველი სხდომა 12 საათზე დაიწყება.
უმაღლეს საბჭოში სულ 21 დეპუტატია. ბარიერი მხოლოდ ორმა პარტიამ გადალახა. საკონსტიტუციო უმრავლესობა 14 მანდატით „ქართულ ოცნებას“ აქვს .
ოპოზიციას, კერძოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ 7 მანდატი აქვს. ცნობილია, რომ ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია და მანდატებზე უარს აცხადებს.