დააკავეს ახალგაზრდა კაცი, რომელმაც ყოფილი დეპუტატის, გოგი თოფაძის შვილიშვილი დაჭრა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
თბილისში დააკავეს ახალგაზრდა კაცი, რომელმაც ყოფილი დეპუტატის, გოგი თოფაძის შვილიშვილს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.
გოგი თოფაძე ჟურნალსიტებთან ამბობს, რომ მისი შვილი გვიან ღამით, სამ მეგობართან ერთად დაბრუნდა სახლში "ქეიფიდან". შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2 აგვისტოს, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ლევან თოფაძეს საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.
დაკავებულ ბ.ჟ.-ს ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება. დაჭრილი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30762488.html
#ახალი_ამბები
#twitter