დაისაჯონ უმკაცრესად - რას ითხოვენ თერჯოლაში გარდაცვლილი მოზარდის მეზობლები
Tbilisi Daily
თერჯოლაში ტრაგიკულად გარდაცვლილი მოზარდის მეზობლები ამბობენ, რომ მას ფიზიკურად როგორც ალკოდამოკიდებული მამა, ასევე დედაც სცემდა.
ფიზიკურ ძალადობას ადგილი ჰქონდა მოზარდის თვითმკვლელობის დღესაც. დილით მეზობლებმა ბავშვის ტირილი გაიგეს, რის შემდეგაც პოლიციაში დარეკეს, თუმცა ადგილზე მისულ სამართალდამცველებს არასრულწლოვანი გარდაცვლილი დახვდათ.
"დაისაჯოს უმკაცრესად! ცოლიდან დაწყებული, ყველას სცემდა. ეს პირველი შემთხვევა არ არის, პოლიცია მოდიოდა ხშირად, ხელწერილებს აწერინებდნენ და არაფერი შედეგი", - ამბობს ერთ-ერთი მეზობელი.
#ახალიამბები