ოკუპირებული აფხაზეთი კოვიდ-19-თან საბრძოლველად მოხალისე სამედიცინო პერსონალს იხმობს

Sokhumi Daily

აფხაზეთის ე.წ ხელისუფლება გუდაუთის საავადმყოფოს ექიმების დასახმარებლად, სადაც COVID19-ით ინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობენ, მოხალისეებს იხმობს. „კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ, აფხაზეთში ექიმები ბევრს მუშაობენ, იღლებიან და ავადდებიან. დღეს პერსონალის დეფიციტია, ვინაიდან პაციენტების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა“, – განაცხადა აფხაზეთის ე.წ „ჯანდაცვის სამინისტრომ“. ასევე აღნიშნა, რომ სამედიცინო პერსონალი გადაღლილია, რადგან გუდაუთის საავადმყოფოში დაბალი რანგის სამედიცინო პერსონალის ნაკლებობაა. აფხაზეთში კორონავირუსის სულ 189 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 69 ადამიანი უკვე სრულიად გამოჯანმრთელდა, სამი კი – გარდაიცვალა. ბოლო დროს, რეგიონში ინფიცირების შემთხვევებმა საგრძნობლად იმატა. 22 ივლისის შემდეგ, ოკუპირებულ აფხაზეთში ვირუსის 151 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #აფხაზეთი #კორონავირუსი #ინფექცია #სოხუმი #sokhumidaily