Კორონავირუსის გამო გორში რამდენიმე საუბნო საარჩევნო კომისია იცვლება
Tbilisi Daily
ცესკო-ს საოლქო კომისიას საუბნო კომისიების შემადგენლობებში ცვლილებები ბოლო ორი დღეა შეაქვს.კომისიის თავმჯდომარის მალხაზ მირუაშვილის ინფორმაციით, საკადრო რესურსი საკმარისია და ამ მხრივ პრობლემები არჩევნების დღეს არ შეიქმნება.
61-ე უბანზე კომისიის 3 წევრი შეიცვალა - ერთ წევრს COVID19 დაუდგინდა, ორი კი მასთან კონტაქტში მყოფი პირია. მე-9 უბანზე კომისიის 2 წევრი კოვიდინფექციის დადასტურების გამო შეიცვალა. 49-ე უბანზე თვითიზოლაციაში გადასვლის გამო კომისიის ერთი წევრი შეიცვალა.
მე-8 კომისიის წევრები კოვიდინფიცირებულთან კონტაქტების გამო თვითიზოლაციაში გადავიდნენ, 24-ე და 51-ე უბნებზე კი კომისიების თავმჯდომარეებს კორონავირუსი დაუდგინდათ.
გორის 15-32 მაჟორიტარულ ოლქში 88 ძირითადი საარჩევნო უბანი და 2 სპეცუბანია გახსნილი, თვითიზოლაციაში, კოვიდკლინიკებსა და საკარანტინო სივრცეებში მყოფი პირებისთვის.