სლოგანი „დავრჩეთ სახლში“ ძალაში იქნება კარგა ხანს - გამყრელიძე

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=141934 სლოგანი „დავრჩეთ სახლში“ ძალაში იქნება კარგა ხანს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, აპრილის ბოლო კვირა, მაისის პირველი კვირები მოსალოდნელია შემთხვევების ზრდა. „საქართველო ერთ-ერთი დაბალია მთელ მსოფლიოში სიკვდილიანობის მაჩვენებლით და ბევრი კიდევ სხვა მაჩვენებლით, რომელსაც ახლა არ ჩამოვთვლი. მაგრამ, მოგეხსენებათ ყველაფერი წინ არის. ჯერ პანდემია ვრცელდება მთელ მსოფლიოში. ვერ გააჩერეს დიდმა ქვეყნებმა პანდემიის გავრცელება. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველას და გთხოვთ უმორჩილესად, რომ ის მთავარი სლოგანი, რომელიც ხშირად გესმით ამ დღეების განმავლობაში – „დავრჩეთ სახლში“, ის ძალაშია და ძალაში იქნება უმრავლესობისთვის კარგა ხანს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.