ახალი საბავშვო ბაღი ბათუმში

Tbilisi Daily

წლის ბოლოს ბათუმს კიდევ ერთი საბავშვო ბაღი შეემატება. ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ლერმონტოვის ქუჩაზე შენდება. იგი 210 აღსაზრდელზეა გათვლილი. პროექტის ღირებულება მილიონ 913 ათას ლარს შეადგენს. მიმდინარე სამუშაოებს ქალაქის მერი ლაშა კომახიძე გაეცნო. აღსანიშნავია, რომ საბავშვო ბაღების რაოდენობა ბათუმში არასაკმარისია. ყოველწლიურად სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მიღმა ასობით ბავშვი რჩება. #News#რეგიონი#ბათუმი#ახალი საბავშვო ბაღი## tbilisidaily#Dailynews