როგორ მოეწყობა გორის ქუჩები წინასაახალწლოდ?
Gori Daily
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ საახალწლო მორთულობისთვის გასანათებელი მოწყობილობების მონტაჟის სამუშაოებისთვის ტენდერი გამოაცხადა.
გამარჯვებული კომპანია საახალწლო მორთულობების მონტაჟში, სავარაუდოდ, 25 399 ლარს აიღებს.
საახალწლოდ კომპანიამ გორში შემდეგი გასანათებელი მორთულობები უნდა დაამონტაჟოს:
- 1000 ცალი 10-მეტრიანი სტრინგი;
- 48 ბოძზე დასამაგრებელი ანგელოზი, ლითონის კარკასი, პლასტმასის მანათობელი ფიგურით;
- 60 სმ ლითონის კონსტრუქციაზე დახვეული 30-მეტრიანი სტრინგი, სულ 72 ცალი;
- 30 ცალი ბოძებზე დასამაგრებელი ვარსკვლავები.
ტენდერზე წინადადებების მიღების ბოლო ვადა 2 დეკემბერსაა.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#ახალიამბები #გორი #ახალიწელი #goridaily
წყარო: რადიო მოზაიკა