დმიტრო კულება: უკრაინა ევროკავშირისგან რუსეთზე ზეწოლის გაგრძელებას მოელის

ამერიკის ხმა

უკრაინის მთავრობა მოელის, რომ ევროკავშირი გააგრძელებს ზეწოლას რუსეთის მთავრობაზე მინსკის შეთანხმების შესრულების კუთხით - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ დღეს, მადრიდში. "ჩვენ გვჯერა, რომ რუსეთს, უკრაინაში მშვიდობის დამყარების საქმეში წამყვანი როლი აქვს," - აცხადებს კულება. ესპანელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე მან ასევე თქვა, რომ მომავალი რამდენიმე დღის მანძილზე, შეხვედრა გაიმართება საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებთან.   https://www.amerikiskhma.com/a/dmitro-kuleba-on-eu-pressure-on-russia/5578309.html #ახალი_ამბები #მსოფლიო