ანდრეი კონჩალოვსკის ფილმი „ძვირფასო ამხანაგებო“ რუსეთმა ოსკარზე წარადგინა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

კინორეჟისორ ანდრეი კონჩალოვსკის ფილმი, „ძვირფასო ამხანაგებო“, რომელსაც 1962 წელს ქალაქ ნოვოჩერკასკში საბჭოთა ხელისუფლების მიერ მშვიდობიანი დემონსტრაციის დახვრეტის ფაქტი უდევს საფუძვლად, რუსეთის მიერ აშშ-ის კინოაკადემიის, ოსკარის პრემიაზე არის წარდგენილი.  ცნობას ავრცელებს რადიო თავისუფლების რუსული სამსახური რუსეთის ოფიციალურ სააგენტო ტაასზე დაყრდნობით. კონჩალოვსკის ფილმი წარდგენილი იქნება კატეგორიაში „საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი“. წინა დღით, 12 ნოემბერს, დაიწყო  ფილმის რუსეთის კინოთეატრების ეკრანებზე  ჩვენება. ვენეციის კინოფესტივალზე „ძვირფასო ამხანაგებო“,  ჟიურის საგანგებო პრიზით დაჯილდოვდა.  კონჩალოვსკის სამი ფილმი იქნა უკვე წარდგენილი რუსეთის სახელით  ოსკარზე, მაგრამ ნომინირებული არც ერთხელ ყოფილა. პოსტსაბჭოთა პერიოდში ოსკაროსანი 1994 წელს გახდა ერთად-ერთი რუსული ფილმი, „მზით გათანგულები“, რომელიც გადაიღო კონჩალოვსკის ძმამ, ნიკიტა მიხალკოვმა. ოსკარზე რუსეთიდან ოფიციალურად ნომინირებული იყო ადრეი ზვიაგინცევის ორი ფილმი, მაგრამ მათ პრემია არ მიუღიათ.   https://www.radiotavisupleba.ge/a/30948816.html #ახალი_ამბები #twitter