იტალიაში კორონავირუსის 37 978 ახალი შემთხვევა გამოვლინდა- 636 ადამიანი გარდაიცვალა

Tbilisi Daily

იტალიაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით 636 ადამიანი დაიღუპა. ეს 6 აპრილის შემდეგ იტალიაში ყოველდღიურად დაფიქსირებული ლეტალური შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი იტალიაში კიდევ 37 978 ადამიანს დაუდგინდა. ყველაზე რთული სიტუაციაა ლომბარდიის რეგიონში. დღე-ღამის განმავლობაში რეგიონში ვირუსით 9 291 ადამიანი დაინფიცირდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე იტალიაში ვირუსი 1,066 მილიონ ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 43 589 პაციენტი.