Post

Tbilisi Daily

წვიმის დროს ლევანიკო კარადაში აღარ დაიძინებს. ლევანიკო, თავის 4 და-ძმასთან და მშობლებთან ერთად, ყვარლის რაიონ, სოფელ თხილისწყაროში ცხოვრობს. მათი საცხოვრებელი სახლი ძველია და შეკეთებას არ ექვემდებარება. სახურავი დამტვრეულია, ლამფაში წვიმა და სიცივე ატანს, ფანჯრებზე კი ცელოფნებია გაკრული. ლევანიკოს მამა ხშირად ავადმყოფობს, თუმცა მაინც მუშაობს ხოლმე. ოჯახის მატერიალური მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. როდესაც სოციალურისგან მიღებული თანხა უთავდებათ წყლით და პურით იკვებებიან. არის დღეები, როდესაც პურიც არ აქვთ და მშივრები იძინებენ. "ბევრნი ვართ და ცოტა საჭმელი გვაქვს. მიწევს ძმას პური დავუტოვო. მინდა, რომ ჭამის დროს სულ ჩემი ჯერი იყოს." 3 წლის ლევანიკო ოჯახის ყველაზე პატარა წევრია, მას ყველაზე მეტად წვიმა არ უყვარს.   „არ მინდა, რომ წვიმა მოვიდეს, წვიმა ჩამოდის და მაგ დროს, კარადაში ვიძინებ ხოლმე. ერთმა ქალმა მითხრა: დედაშენმა რატომ გაგაჩინაო? _ ხო უნდა გავეჩინე დეიდა?“ პირველი ვინც ოჯახზე დახმარების ინიციატივა გამოთქვა ეს კოკა-კოლას პრეზიდენტი, თემურ ჭყონიაა. მისი გადაწყვიტილებით ლევანიკოს და მის ოჯახს სულ მალე ახალი სახლი ექნებათ. დღეს საქართველოში 77 000 ბავშვზე მეტი შიმშილობს, რომლებსაც ელემენტარული საარსებო პირობებიც კი არ გააჩნიათ. ყოველწლიურად იგივე მიზეზით 300-ზე მეტი ბავშვი იღუპება. #ლევანიკო #ოჯახი #გაჭირვება #თემურ #ჭყონია #tbilisidaily #news