მალე ოპოზიციაში იქნებით და ქვეყანას ყველაზე სვეტი ოპოზიცია ეყოლება - მელია
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=143965
მალე ოპოზიციაში იქნებით და ქვეყანას ყველაზე სვეტი ოპოზიცია ეყოლება - ამის შესახებ განცხადება, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ გააკეთა, რითაც გამოეხმაურა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ საქართველოში ასეთი "გოიმური" ოპოზიცია არ ახსენდება.
“(ხალხი) ხელისუფლებისგან სხვა რამეს ელოდება და არა ამ რაღაც ბავშურ გადაბრალებას და გადმობრალებას, მამაჩემი პოლიციელია, მამათქვენი ვინ არის? მამაჩემი მამათქვენს მოერევა. დამშვიდნენ - მალე თქვენ იქნებით ოპოზიციაში და ქვეყანას ეყოლება ყველაზე სვეტი ოპოზიცია.” - აცხადებს მელია.