რატომ აბრუნებს კანადა პანდებს ჩინეთში

Tbilisi Daily

კალგარის ზოოპარკში ორი პანდა, ერ შუნი და და მაო ცხოვრობს. ისინი კანადაში 2023 წლამდე უნდა დარჩენილიყვნენ, თუმცა ზოოპარკს პანდების ჩინეთში ქვეყანაში დაბრუნება ნაადრევად უწევს. მიზეზი ისაა, რომ ზოოპარკის ადმინისტრაციას ერ შუნისა და მაოსთვის საკმარისი საკვების შოცნა უჭირს. პანდები პრაქტიკულად მხოლოდ ბამბუკს მიირთმევენ. ისიც აღსანიშნავია, რომ საერთო ჯამში ზრდასრული პანდა დღეში 40 კილოგრამ ბამბუკის ლერწამს ჭამს. ამის გამო მათი გამოკვება მარტივი საქმე არ არის. კლიმატის გამო კანადაში ბევრი ბამბუკი არ მოიპოვება, ამიტომ კანადურ ზოოპარკს ბამბუკის იმპორტი ჩინეთიდან უწევდა. თუმცა პანდემიის შედეგად გაუქმებული ფრენების გამო, პანდები საკვების უწყვეტი მარაგის გარეშე დარჩნენ. #news Canada China #პანდა #ზოოპარკი #tbilisidaily #dailynews