ზელენსკი: რუს ერს შერცხვება იმის, რაც ყირიმში მოხდა

Tbilisi Daily

„რამდენიმე წელიეწადში რუს ერს შერცხვება იმის გამო, რაც ყირიმში მოხდა“. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. უკრაინის ლიდერის თქმით, ყირიმის დაბრუნების გარეშე შეუძლებელია რუსეთთან ნორმალურ ურთიერთობებზე საუბარი. „რამდენიმე წელიეწადში რუს ერს შერცხვება იმის გამო, რაც ყირიმში მოხდა. ყირიმის დაბრუნების გარეშე არ იქნება ერთიანობა და ნორმალური, ღია, მეგობრული ურთიერთობის შესაძლებლობა უკრაინელ და რუს ხალხებს, მომავალ თაობებს შორის. ეს შეუძლებელია, ვინაიდან ჩვენ მეზობლები ვართ, „ერთ ბინაში“ ვცხოვრობთ და გადასვლას არავინ აპირებს“, - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტს არ აქვს პასუხი კითხვაზე, რა დრო დასჭირდება რუსეთთან იმ ურთიერთობების აღდგენას, რაც ადრე იყო. ზელენსკი რუსეთის ოკუპანტი ყირიმი TbilisiDaily