24 თებერვალს თბილისის რაიონებში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
Tbilisi Daily
კომპანია „თელასის“ გავრცელებული ინფორმციით, სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 24 თებერვალს თბილისის რაიონებში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
ამავე ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
„სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 24 თებერვალს თბილისში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:
ჩუღურეთის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რეხის ქუჩის მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ფონიჭალის, რუსთავის გზატკეცილის და ვაგზლის ქუჩის მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კუპრაძის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის რადიოსადგურის მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი.
ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, ლიხაურის და ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზაქარიაძის ქუჩის მოსახლეობას.
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 14:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პოლიტკოვსკაიას ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, ზღვისუბნის დასახლების Xა, Xბ კვარტლების და ხევძმარის ქუჩის მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქუთაისის, აგლაძის და ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის და ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.