რესტორნების წარმომადგენლებმა ობიექტების თვითნებურად გახსნის გადაწყვეტილება შეცვალეს
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
რესტორნებმა 6 თებერვალს დაანონსებული თვითნებურად გახსნა გადაიფიქრეს.რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელიშოთა ბურჯანაძე აცხადებს, რომმთავრობის მხრიდან გადადგმული ნაბიჯის გათვალისწინებით გადაწყვეტილება შეცვალეს.
'გუშინდელი გადაწყვეტილება, რომელიც მთავრობის მიერ იქნა მიღებული, ძალიან მკაფიოდ მინდა ვთქვა, რომ ეს არის ყინულის გალღობა და გადამდგარი ნაბიჯი იმ უფსკრულის ამოსავსებად, რაც საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის შეიქმნა ამ ლოკდაუნებიდან გამომდინარე.
ჩვენროგორც იცით, დაანონსებული გვქონდა შაბათს, როგორც მედიამ მონათლადაუმორჩილებლობის აქტი, მე დავარქმევდი თავისუფლებისთვის ბრძოლის აუცილებლობას სიცოცხლის გადასარჩენად და სურვილი გვქონდა მიგვეღო სტუმრები. ჩვეულებრივად დაგვეწყო ფუნქციონირება რეგულაციების ფარგლებში.
დღევანდელი გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთარის ის, რომ შაბათს ეს აქცია არ ჩატარდება და ამ რეგულაციებში რაც არის ერთადერთი შესაძლებლობა dilivery-ი სერვისითგააგრძელებს მუშაობას და ეს არის იმ გადაწყვეტილების, გარკვეულწილად, დაფასება, რაც ხელისუფლებამ გადმოდგა.ეს იმას არ ნიშნავს, რომ 15 თებერვლიდან გარე სივრცეების გახსნა დიდი ან მცირედით მაინც დადებითი იმპულსისმომტანი იყოს'', - განაცხადა ბურჯანაძემ.
მთავრობის გადაწყვეტილებით, 15 თებერვლიდან კვების ობიექტები და რესტორნები ღია სივრცეში განაახლებენ მუშაობას.რამდენიმე დღის წინ კი რესტორნების მფლობელებმა 6 თებერვალს ობიექტების თვითნებურად გახსნას აანონსებდნენ.