ირაკლი ღარიბაშვილი ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პრემიერი საკუთარ ტვიტერზე აქვეყენებს. "კარგი შეხვედრა მქონდა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან. განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები, რეგიონსა და მის ფარგლებს მიღმა მშვიდობისა და სტაბილურობის კრიტიკული მნიშვნელობა. სამხრეთ კავკასია უნდა იქცეს შესაძლებლობების რეგიონად", - წერს ღარიბაშვილი. ირაკლი ღარიბაშვილი ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში იმყოფება. ის სიტყვით გამოვიდა გენერალური ასამბლეის სესიაზე 22 სექტემბერს და მართავს შეხვედრებს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან.   https://www.radiotavisupleba.ge/a/32049087.html

Source: radiotavisupleba.ge