სალომე ჯაშის "მოთვინიერებას" ბერლინალეს ფორუმზე უჩვენებენ
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
რეჟისორ სალომე ჯაშის დოკუმენტურ ფილმს „მოთვინიერებას“ (Taming the Garden) ბერლინალეს ფორუმზე უჩვენებენ. ბერლინალეს ფორუმი კინოფესტივალის არასაკონკურსო განყოფილებაა, რომელიც 2006 წლიდან უჩვეული და ექსპერტიმენტული მიდგომების წარმოჩინებას ეძღნება.
„მოთვინიერების“ (Taming the Garden) პრემიერა 31 იანვარს „Sundance’’-ის საერთაშორისო ფესტივალზე შედგა. 2 თებერვალს კი ფილმი ფესტივალის ფარგლებში ხელმეორედ აჩვენეს.
„მოთვინიერება“ კინოფესტივალის დოკუმენტური ფილმების საკონკურსო პროგრამაში (World Cinema Documentary Competition) იყო წარმოდგენილი. „Sundance“-ის კინოფესტივალის ოფიციალურ ვებსაიტზე ფილმი ასე დაახასიათეს - „ეს არის პოეტური ოდა ადამიანის და ბუნების მეტოქეობაზე“.
ეს არის ფილმი ერთი მდიდარი კაცის ვნებაზე, მთელ ქვეყანაში მოაგროვოს, იყიდოს, ამოთხაროს და თავის ბაღში გადარგოს უზარმაზარი ასწლოვანი ხეები.
მთელ საქართველოში მოგროვებული ეს ხეები შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკშია განთავსებული, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ფინანსებით გაშენდა და 60 ჰექტარზე გაშენებული ეს ბაღი, ადგილობრივი და მსოფლიო ეგზოტიკური ფლორის ათასობით სახეობას აერთიანებს.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31095445.html
#ახალი_ამბები
#twitter